Sunday, June 4, 2017

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-"ტყე შეუნახე შვილებსა"

აღნიშნულმა კურსმა დამანახვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება მოსწავლეებში, რაც იწვევს ინტერესის გაზრდას. აძლევს მოსწავლეებს დამოუკიდებელი და თვითრეგულირებადი მუშაობის უნარს, ზრდის თანამშრომლობისა და დელეგირების უნარს. პროექტებით სწავლება ეხმარება მოსწავლეებს განავითარონ მაღალი სააზროვნო უნარები.
   პროექტებით სწავლება დამეხმარა ჩემს შემდგომი მუშაობის წარმატებულად წარმართვაში, მოსწავლეთა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
   
დიდი მადლობა საინტერესო და სასარგებლო ტრენინგისათვის.

Saturday, June 3, 2017

მერვე დღე

ამ მოდულმა დამაფიქრა რამდენად მნიშვნელოვანია საკვანზო კითხვები. ერთმანეთს გავუზიარეთ და მივიღეთ უკუკავშირი. მოვახდინე ცვლილება გეგმაში საკვანძო კითხვებთან მიმართებაში. გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს, რომელიც დამეხმარა შემექმნა საკუთარ პროექტზე მორგებული ფასილიტაცია მოსწქავლეებმა შეძლეს სწავლის პროცესშო თვითრეგულაცია და გააქტიურდნენ.

Thursday, May 25, 2017

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-ჩეკლლისტი

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მასწავლებლისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით.ელექტრონულ ფორმატში შევქმენი სავარჯიშო  ჟურნალი-სქემა, რომელშიც მოცემულია ინსტრუქცია, არის მინიშნებები, რომლის წაკითხვის შემდეგ მოსწქავლე დამოუკიდებლად შეძლებს  შეასრულოს დავალება და განავითაროს თვითრეგულირების  უნარი.
   გეგმის საბლონში შევიტანე დიფერენცირებული სწავლების მიდგომები არაქართულენოვანი, ნიჭიერი და სპეცსაჭიროების ბავშვებისათვის. ეს მომცემს საშუალებას. ყველა ტიპის მოსწავლე ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.

მეექვსე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. პორტფოლიოს რუბრიკა ასევე დამეხმარა შემეფასები-ნა ჩემი  კოლეგის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი განმავითარებელი კომენტარით. ელ. წიგნ-ში ვნახეთ შეფასების მეთოდისა და ინსტრუმენტების აღწერა, რომელიც პროექტ „წილადებ -ში“ იყო. პროექტის გეგმის შაბლონში გავაკეთე შეფასების მოკლე მონახაზი შეფასების  მეთო-დების მიხედვით. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის გამოვიყენე პროექტი „წელიწადის დროების“ ჩეკლისტი და შევქმნი შეფასების ინსტრუმენტს.

Saturday, May 20, 2017

მეხუთე დღე

 შევისწავლე ინტერნეტის გამოყენება სასწავლო პროცესში. განმავითარებელი კომენტარი მივეცი კოლეგას რუბრიკის გამოყენებით. გავაკეთე ტესტი და შევქმენი საავტორო უფლებები. ჩემს პორტფოლიოში საავტორო უფლებების დასაცავად შევიტანე ინფორმაცია „საავტორო უფლებების მარტივ შაბლონში“. გავეცანი სხვადასხვა საძიებო სისტემების.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, May 14, 2017

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია თავისი მეთოდებით, მიზნებით და ინსტრუმენტებით რაც საშუალებას მომცემს შევაფასო მოსწავლეები პროექტის წარმართვისას. ავაწყე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, რათა  წარვადგინო კოლეგებთან .
   ჩემი პროექტის პრეზენტაცია

მესამე დღე

მესამე დღე


ეს მოდული დამეხმარა  გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. მოვარგე შედეგები ე.ს.გ. ინდიკატორებს.გავწერე პროექტის მთავარი მიზნები, რომელიც მოვარგე ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებს. სააკვანძო შეკითხვები დამეხმარება პროექტის სიღრმისეულად გაგება-გააზრებაში.